მიმდინარეობს პირების იდენტიფიცირება - შსს დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის, თქმით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე მიმდინარეობს გამოძიება და კონფლიქტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.
ყველამ ვნახეთ ის ჩანაწერები, შსს-ს დაწყებული აქვს ამ საკითხზე გამოძიება. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ხდება კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, ფაქტობრივი გარემოებები იქნებავ გამოკვეთილი, თუ რომელი მუხლის დანაშაულიც გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემიან დამნაშავე პირები" - ამბობს დარახველიძე.