დმანისში დაპირისპირება გრძელდება - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები

17.05.21 11:54
დმანისში დაპირისპირება გრძელდება - არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. "ტვ პირველის" კორესპოდენტი მოვლენათა ეპიცენტრიდან იტყობინება, რომ   მსვლელობის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ისინი ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები. დამტვრეულია რამდენიმე ავტომობილი, წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. 

ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეთა შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სათვლათვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს,  როგორ არბევენ ახალგაზრდები მაღაზიას, შემდეგ კი ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არაფხიზელ მდგფომარეობაში მყოფმა მაღაზიის აზერბაიჯანელ გამყიდველს უფასოდ ლუდი მოსთხოვა.