დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს

17.05.21 13:27
დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს

დმანისში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. დმანისის ცენტრი მთლიანად პოლიციის მანქანებით არის შემოსაზღვრული. 

არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან მოხდა. 

ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის თქმით, მიმდინარეობს კონფლიქტში მონაწილე  პირების გამოკითხვა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.