დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა

17.05.21 14:28
დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა

დმანისში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, ჩავიდა. ჭელიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

დმანისში ასევე საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა. 

დმანისის ცენტრი მთლიანად პოლიციის მანქანებით არის შემოსაზღვრული. ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის თქმით, მიმდინარეობს კონფლიქტში მონაწილე  პირების გამოკითხვა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული.

მსგავსი სიახლეები