ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია გიჩო მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი

05.05.23 10:58
ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია გიჩო მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

კოკა კაციტაძის უწყებამ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ოფიციალურ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ერთ საათში გაავრცელებს.

ადგილიდან "პირველების" მიერ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარარებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია.

40 წლამდე გიჩო მარგველაშვილი კლინიკაშია და მისი მდგომარეობა ამ დროისთის კრიტიკულად მძიმე რჩება.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ფულს უკავშირდება

რაზბორკა ჰქონდათ, ფულის ამბავი იყო, ეტყობა ერთმა მეორე გადააგდო. რესტორანთან იყო ამბავი, იქ დაიყწო დაპირისპირებაო" - ამბობს ადგილობრივი.

დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გუშინ საღამოს იქცა.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები