მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროება - შსს-მ გამოძიება დაიწყო

06.05.23 16:53
მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროება - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროება ვანში - შსს-მ გამოძება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და მშობლების ტანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. 

მიმდინარე წლის 1 მაისს, მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 
გამოძიების ფარგლებში 1 მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის- მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები. 
მომდევნო დღეებში ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდა გქმოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. 
საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით". - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები