"ციხეში იჯდა, თავისი ნებით ჩაეწერა ვაგნერელებში" - ვინ არის უკრაინის მიერ დატყვევებული კიდევ ერთი ქართველი
მეორე ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ოკუპანტების მხარეს იბრძვის და რომელიც უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვნეს ნოდარ ბახტურიძეა.
ბახტურიძე გივი ვანიშვილის გავრცელებულ ვიდეო მასალაშიც ჩანს.
უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, რომ ბახტურიძე რუსეთში ციხეში იჯდა და ვაგნერელებმა გადაიბირეს.
"ეს ადამიანი არის ნოდარ ბახტურიძე. 10 წელი ჰქონდა მისჯილი ციხე. 5 წელი უკვე მოხდილი აქვს, 5 წელი ჰქონდა დარჩენილი. ვაგნერმა როცა დაიწყო ციხეებში სიარული და პატიმრების გადმობირება, თავისი ნებით ჩაეწერა და გახდა ვაგნერის წევრი. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ნაძირალა, უსამშობლო კაცი, რომელიც ციხეში იჯდა და 5 წელი რომ არ მჯადრიყო კიდევ, ადგა და ვაგნერში ჩაეწერა.
ის ახლა ხარკოვში ჰყავთ დატყვევებული 127-ე და 225-ე ბატალიონის წევრებს. მას სავარაუდოდო, უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ დატყვევებულ 6 ჯარისკაცს შორის არიან ქართველებიც - გივი ვანიშვილი და ნოდარ ბახტურიძე.
ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ქართველ ტყვესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გაუვრცელებია.