ჯაფარიძე-მოსიაშვილის საქმე - განაჩენი, სავარაუდოდ, 14 ივნისს გამოცხადდება

07.06.23 16:19
ჯაფარიძე-მოსიაშვილის საქმე - განაჩენი, სავარაუდოდ, 14 ივნისს გამოცხადდება

ჯაფარიძე-მოსიაშვილი საქმე - სასამართლო 14 ივნისს გადაიდო და სავარაუდოდ, სწორედ  14-ში გადაწყდება, გაუშვებს თუ არა მოსამართლე ციხეში ოპოზიციური პარტიის წევრებს, თუ დატოვებს თავისუფლებაზე.

სასამართლოზე დღეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოიკითხნენ, ხოლო დაცვის მხარის ერთადერთი მოწმე 14 ივნისს გამოიკითხება.

გომელაურის უწყება პოლიტიკური პარტიის წევრებს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სამართალდამცველებმა პროცესზე ვერ მიიტანეს.