კობახიძეს მისი სტუდენტები რუსეთის მსახურს უწოდებენ, მას კი ამის დაჯერება არ უნდა - სტუდენტი
სტუდენტების თქმით, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებისგან სამართლიანი პროტესტი მიიღო, უბრალოდ თავად "ოცნების" თავმჯდომარეს არ უნდა იმის დაჯერება, რომ მის აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები ეუბნებიან მას, რომ ის არის რუსეთი მსახური.
მან მიიღო სტუდენტების სამართლიანი პროტესტი. მას არ უნდა უბრალოდ რომ დაიჯეროს, ვერ იჯერებს, რომ სტუდენტებს გულწრფელად აქვთ პროტესტი და მხოლოდ პარტიული აქტივი კი არ აპროტესტებ ამ ყველაფერს, სწორედ მის აუდიტორიაში მყოფი სტუდენტები ეუბნებიან კობახიძეს, რომ ის არის რუსეთის მსახური და ამარიონეტული ხელისუფლების მარიონეტული წარმომადგენელი". - ამბობს სტუდენტი.
ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა რუსული რუბლები დააყარეს. თსუ-ს სალექციო აუდიტორიიდან დაცვის თანხმებით გამოსული ოცნების თავმჯდომარე დღეს საპროტესტო დერეფანში მოექცა.
არსებული ცნობებით, სტუდენტები კობახიძესთან რუსულ ფულზე ხელმოწერის თხოვნით მივიდნენ. რუსული კანონის მხარდამჭერ კობახიძესთან ახლოს სტუდენტები მისმა პირადმა დაცვამ არ მიუშვა. კიბეზე ჩასვლის დროს კი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ნიშნად, ახალგაზრდებმა რუსული ფული დააყარეს.
კობახიძის თქმით, ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული.