მთვრალ პოლიციელს, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ბელორუსის მოქალაქეებს მანქანით შეეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
მთვრალი პოლიციელი საქართველოში ჩამოსულ ბელორუსის მოქალაქეებს მანქანით შეეჯახა. ერთი დაიღუპა, ერთი კი დაშავადა.
პროკურატურამ დაადგინა, რომ პოლიციელი საჭეს არაფხიზელ მდგომარობაში მართავდა. სასამართლომ ცოტა ხნის წინ ვიტალი ზოიძის საქმეზე იმსჯელა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თვითონ ფაქტი ეხება 2013 წლის 15 ივნისს ქალაქ ბათუმში ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასა, რომლის დროსაც გარდაიცვალა ერთი პიროვნება, მეორე პიროვნებამ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ქმედება შეფასებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე და მეშვიდე ნაწილებით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დაზარალებულის დედა ჩამობრძანდა გუშინ, ალბათ გასაგებია, რომ მისი ემოციური მდგომარეობა არის უაღრესად მძიმე, დაზარალებული არიან ძმები ერთი ოჯახის წევრები, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება პოზიციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შეუძლებელია ქალბატონის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, - ამბობს პროკურორი.
შემთხვევა ბათუმში 13 ივნისს მოხდა.