ჭიათურაში პროტესტის ნიშნად მაღაროელმა პირი ამოიკერა

16.06.23 12:23
ჭიათურაში პროტესტის ნიშნად მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. ინფორმაციას ამის შესახებ მაღაროელები მათ მიერვე შექმნილ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებენ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც დამსაქმებლისგან პრობლემების მოგვარების მზაობა ვერ დაინახეს.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეათე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას აგრძელებს.