"შევიკრიბოთ კვირას პარლამენტთან" - გიორგი გახარია ცხოველების მხარდამჭერ აქციას უერთდება

16.06.23 13:46
"შევიკრიბოთ კვირას პარლამენტთან" - გიორგი გახარია ცხოველების მხარდამჭერ აქციას უერთდება

"მოდით შევიკრიბოთ კვირას 19:00 საათზე პარლამენტის წინ" - გიორგი გახარია მიშა კაჭკაჭიშვილის მიერ დაანონსებულ ცხოველების მხარდამჭერ აქციას უერთდება.

ყოფილმა პრემიერმა სოციალურ ქსელ "FACEBOOK"-ში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

გახარიას თქმით, ცხოველების მოპყრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რაც ბევრ რამეზე მოქმედებს.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ბევრ რამეზე მოქმედებს, ამიტომ იმისათვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდით შევიკრიბოთ კვირას 19:00 საათზე პარლამენტის წინ, - თქვა გიორგი გახარიამ.