სტიქია კახეთში - დაზარალებული მოსახლეობა შედეგებს საკუთარი სახსრებით უმკლავდება

16.06.23 13:52
სტიქია კახეთში - დაზარალებული მოსახლეობა შედეგებს საკუთარი სახსრებით უმკლავდება

გურჯაანელები დახმარებას ითხოვენ.  სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა შედეგებს საკუთარი სახსრებით უმკლავდება. დატბორილი სახლებიდან წყლებს საკუთარი ხელით ტუმბავენ, ეძებენ დაკარგულ ნივთებსსაც.

უხვი ნალექის გამო, გურჯაანში მსოახლეობას მილიონზეე მეტის ზარალი მიადგა.

სტიქიით დაზარალებულები ამბობენ, რომ მთავრობა მათ არაფერში ეხმარება.

მოვიდნენ და ისევ გაბრუნდნენ, რომ საკმარისი დონე არ არის თურმე რომ ამოტუმბონ. 112-ში რომ დავრეკეთ ცალკე მე და ცალკე ჩემმა მეუღლემ, გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოთო. მდინარისთვის კალაპოტის ჩაკეტვა ვინ გაიგონა, ხალხო?, - ამბობს დაზარალებული.

ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბორბს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

თონეში შემოგვივარდა, კაფეში შემოგვივარდა, ძალიან დაგვაზარალა. არავინ მოსულა აბსოლუტურად, -  ამბობს ადგილობრივი მოსახლე.

კახეთის გუბერნატორი გიორგი ალაადშვილი კი ირწმუნება, რომ დაზარალებულების დასახმარებლად სამუშაო პროცესი ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მიმდინარეობს. 

კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესი, რათა დროულად იქნეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული, - ამბობს გიორგი ალადაშვილი. 

წალკა, ადიგენი, შიდა ქართლი, კახეთი -  საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. ამ წუთებში სტიქიის ეპიცენტრი გურჯაანია.  ადიდებული მდინარე პირდაპირ ქალაქში მოედინება. სახლების პირველი სართულები და ქუჩებში მდგარი ავტომობილები მთლიანად წყალშია ჩაძირული.  

მძიმე ვითარებაა წალკასა და შიდა ქართლშიც, სადაც მოსახლეობა სტიქიის პირისპირ აღმოჩნდა. ადიდებულმა მდინარეებმა  მიწასთან გაასწორა ნათესები და ის შენობებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის მოსავალას ინახავდა.