სტიქია კახეთში - მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ქალაქის დასუფთავებაში მერიის წარმომადგენლები ჩაერთნენ
გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ქალაქის დასუფთავებაში მერიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მოსახლოებას სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში მერის მოადგილე ეხმარება.
ცოტა ხნის წინ ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მოვალეობის შემსრულებელი გამოჩნდა, რომელიც მიმდინარე პროცესებს აკვირდება.
მოსახლეობის ნაწილი ზარალის ანაზღაურებას და ადგილზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმოადგენლების მისვლას ითხოვს. ამბობენ, რომ მატთან არავინ მისულა.
რა სახით დაეხმარებიან მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ აზუსტებ, თუმცა ამბობენ, რომ ინფრატრუქტურული პორბლემების მოგვარებისთანავე თითოეული დაზარალებულის ოჯახში შევლენ და მიყენებულ ზარალს აღრიცხავენ.
როგორც კი დავასრულებთ ამ ინფრატრუქტურული პრობლემების მოგვარებას, თითოეულ ოჯახში შევალ და მოვინახულებ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც განაცხადი აქვს შემოტანილი მერიაში. ძალიან დიდი ნალექი იყო მოსული, როგორი ნალექიც, მემგონი, არ ახსოვს გურჯაანს. აი, ამან გამოწვია ეს ყველაფერი, - ამბობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
გურჯაანში უმძიმესი ვითარებაა. უხვი ნალექის გამოო ქალაქი პარალიზებულია. დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსები და სახლები. წყალმა წაიღო აგრარულ ბაზარებში გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი. გზებიი მოგლეჭილი ხეებით არის ჩახერგილი. მაღაზიები, აფთიაქებიი დაკეტილია. ზარალი მხოლოდ ამ ქალაქში მილიონს აჭარბებს.
მძიმე ვითარებაა ლენტეხსა და ადიგენშიც. სტიქიის შედეგად ხალხს მოსავალი გაუნადგურდა და სახლები დაეტბორა.