ფიზიკური ანგარიშსწორება არასრულწლოვანზე - შსს-მ მოკვლევა დაიწყო
ფიზიკური ანგარიშსწორება არასრულწლოვანზე - მზიურში დაფიქსირებულ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ამ დროისთვის უწყება არ აკონკრეტებს შეძლეს თუ არა ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ან გადაიყვანეს თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები გამოკითხვაზე.
"პირველებს" მზიურში, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ დღეს ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა, დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დიდი ალბათობით დაიწყებს და შესაბამის დასკვნასაც დადებს.
თქვენგან გავიგე ამის შესახებ, თუ ასეთი ვიდეო მასალა ვრცელდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ შესაბამისი ჩვენი დეპარტამენტი ალბათ სწავლობ ამ ვიდეო მასალას და აუცილებლად გვექნება ამ ყველაფერზე ჩვენი შეფასება. ჩვენ, როგორც წესი, თუ რაღაცა საჯარო ინფორმაცია არის, რომელიც დაკავშირებული არის ძალადობასთან ბავშვებთან მიმართებაში აუცილებლად ამაზე გვაქვს მყისიერი რეაგირება და ჩვენ ვავრცელებთ ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით, - ამბობს ლევან იოსელიანი.
არასრულწლოვანზე ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად ერთი ახალგაზრდა მეორე მოზარდს. არსებული ინფორმაციით, ამ კადრებს თავად იღებენ და მოზარდების ბულინგის მიზნით ავრცელებენ.