ვარკეთილის მეტრო ესკალატორის დაზიანების გამო არ მუშაობს
ვარკეთილის მეტროში გადადგილება შეფერხებულია - მოქალაქეების ინფორმაციით, მათ მეტროში არ უშვებენ, მიზეზად კი ესკალატორის დაზიანება სახელდება.
"პირველებს" ესკალატორის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ერთი ესკალატორია დაზიანებული და მგზავრები ამ ეტაპზე მხოლოდ მეტროდან ამოსვლას ახერხებენ.