განადგურებული მოსავალი და დატბორილი სახლები - გურჯაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

16.06.23 20:26
განადგურებული მოსავალი და დატბორილი სახლები - გურჯაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ამ დრომდე უცნობია, რა ზარალი მიადგა გურჯაანს. მოსახლეობა თავად ითვლის იმ დანაკარგს, რაც რაიონში მოვარდნილმა წყალმა მიაყენა. სრულად განადგურებული მოსავალი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომანქანები, დაზიანებული სახლები და მაღაზიები  - დღეს დილით ქალაქი შემზარავი სანახავი იყო. პარალიზებული გურჯაანის მოსახელობა ამაოდ ითხოვდა დახმარებას. სახლებიდან წყალსაც თავად ტუმბავდნენ  დამოვარდნილი ტალახიც თავად გაქონდათ. ხელიუსუფლება ძირითადად გზების გასუფთავებით იყო დაკავებული.  სტიქიიის ზონაში ზარალის დათვლაა ხვალიდან დაიწყება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.