პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა - სიაში "ოცნების" ფავორიტი არ მოხვდა
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე - ამ კანდიდატებზე მოუწევს პარლამენტს მსჯელობა. პრეზიდენტის რჩეულებს შორის არ არის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომლის დასახალებასაც "ქართული ოცნება" დაჟინებით და ხშირად მუქარით ითხოვდა. ხუციშვილი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, რომელსაც საბოლოოდ ეროვნული ბანკი უნდა გადაებარებინა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.