პუტინი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია
ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ბელარუსს ბირთვული ქობინების პირველი პარტია უკვე გადაეცა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქობინების განთავსება ქვეყნის ტერიტორიაზე იგეგმება.
"ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. ამოცანას წლის ბოლომდე მთლიანად დავასრულებთ", - თქვა პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე