დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოს ეძებენ
დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოს ეძებენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში, ადამიანები ერთმანეთს საერთო მობილიზებისკენ მოუწოდებენ.
,,ხალხი გარეთ ეძებს. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამოდით. მეორე მიკროში ეძებენ. ბავშვს მარიამი ჰქვია. 11 წლისაა.
მთელი დიღომი, პოლიცია, ფანრებით დადის და ეძებს მოზარდს. სკვერში, კორპუსებში, ყველგან მარიამს ეძებენ. ახლაც ისმის ძახილი. ბავშვი არ ჩანს. გამოდით, ვისაც შეგიძლიათ, დავეხმაროთ სამძებრო სამუშაოებში",- წერენ დიდი დიღმის ჯგუფში.