არსებული ინფორმაციით, ქუთაისში კაცმა ავტომობილი მოიპარა, პოლიციის დადევნებისას კი ცუდად გახდა
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში კაცმა ავტომობილი მოიპარა, პოლიციის დადევნებისას კი ცუდად გახდა.
ჭავჭავაძის გამზირზე კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული, - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
“ახალგაზრდა მამაკაცმა ავტომობილი მოიპარა, პოლიციის დადევნებისას კი ის ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო”, – განუცხადეს “ინფო იმერეთს” ადგილზე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციითვე, მედიკოსებმა მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.