დიღომში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - 11 წლის მარიამს ამ დრომდე ეძებენ

17.06.23 02:04
დიღომში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - 11 წლის მარიამს ამ დრომდე ეძებენ

 დიღომში სამძებრო სამუშაოები გრძელდება - 11 წლის მარიამს პოლიცია და ადგილობრივები ერთობლივი ძალებით ეძებენ. 

ამოწმებენ სადარბაზოებს, ეზოებს და სახუავებს. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს დიდ დიღომში მდებარე „მწვანე სკოლასთან” ნახეს.

დიდი დიღმის ფეისბუქ ჯგუფში, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკარგულ გოგონას  მწვანე მაისური და ჯინსის ბრიჯი აცვია.