ზურა ჯაფარიძეს გორში თავს დაესხნენ - "გირჩი - მეტი თავისუფლება"
გორში ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. პარტიის ინფორმაცით, ჯაფარიძე თანაპარტიელებთან ერთად, ქალაქგარეთ მიდიოდა, გორთან ახლოს, ავტომობილის გაჩერების შემდეგ კი მასთან მოულოდენლაად უცნობი ადამიანი მივიდა და სახეიში დაარტყა.
“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება.” - წერს Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება-ის ერთ-ერთი წევრი, ანა ყურაშვილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყება, რაც ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდება. ჯაფარიძე ახლა გაგარინზე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და დეტალურად აძლევს ჩვენებას.