სტუდენტები კობახიძეს რუსული რუბლებით და საპროტესტო ბანერებით გაცილებას უწყობენ

17.06.23 11:20
სტუდენტები კობახიძეს რუსული რუბლებით და საპროტესტო ბანერებით გაცილებას უწყობენ

სტუდენტები ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. პროფესორს გაცილებას უწყობენ. სემესტრის ბოლო ლექციაზე, უნივერსიტეტში მისულ რუსული კანონის მხარდამჭერ ლექტორს, ახალგაზრდები რუსული რუბლებით და საპროტესტო ბანერებით ხვდებიან. 

მოვითხოვთ შეუწყდეს ლექტორის სტატუსი ირაკლი კობახიძეს - ამ გზავნილების ფონზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია პერფორმანსი იწყება.

"ჩვენ დღეს აქ იმიტომ შევიკრიბეთ, კობახიძეს დავანახოთ, რომ პასუხის გაცემა ვიცით. ის დაგვცინის და გვეუბნება, რომ თურმე, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, ჩვენ დაოჯახებაზე უნდა ვიზრუნოთ და ორიენტაციები გამოვისწოროთ. ორიენტაციების გამოსწორებაში კობახიძე რას გულისმობდა, ვერ გავიგე, უბრალოდ ის გავიგე, რომ რამდენჯერაც პირი გაღო, იმდენჯერ ბევრი სისულელე თქვა". - ამბობს სტუდენტი.