პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში - სამი ათასამდე მაღაროელი ისევ ქუჩაშია

17.06.23 12:21
პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში - სამი ათასამდე მაღაროელი ისევ ქუჩაშია

პროტესტის მე-11 დღე ჭიათურაში. სამი ათასამდე მაღაროელი ისევ ქუჩაშია. "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშორმლები კომპანიისგან ისევ შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და ხელფასების მატებას ითხოვენ. გაფიცული მაღაროელების ნაწილი, შიმშილობს. 

პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ პირიც ამოიკერა. უწყვეტი აქციიიების ფონზე, დასაქმებულების ხმა კომპანიას ამ დრომდე არ ესმის. ამ დრომდე "ჯორჯიან მანგანეზში" ამბობენ, რომ კრიზისი აქვთ, რის გამოც მუშების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.