ვითარება უკონტროლოა - ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვები და საღებავები ესროლეს

17.06.23 13:06
ვითარება უკონტროლოა - ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვები და საღებავები ესროლეს

უკიდურესად არის დაძაბული ვითარება ბორჯომში -  პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" სემინარზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფი გამოჩნდა.

ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები და საღებავები ესროლეს.

"ბოზებო, გამოდით გარეთ, დაგველაპარაკეთ " - ასეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აგრესიულად განწყობილი პირები სასტუმროში მყოფებს, რომელთა შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც, მათ შორის არასრულწლოვნები, ქალები და ბავშვები იმყოფებიან. 

დალეწილია ერთი ავტომობილი. ადგილზეეე მისულია პოლიციაც, თუმცაა ბანაკის წევრები იტყობინებიან, რომ სამართალდამცველები ვითარებას ვერ აკონტროლებენ.