მადლობა უნდა მითრათ, რომ ჯაფარიძემ აქ ვერ ჩამოაღწია - დაპირისპირება შაქარიშვილსა და ტრენინგის მონაწილეებს შორის
დაპირისპირება ვატო შაქარიშვილსა და ტრენინგის მონაწილეებს შორის.
"საქართველო უპირველეს ყოვლისას" ლიდერმა ტრენინგის მონაწილეებს უთხრა, რომ მისი მადლობლები უნდა იყვნენ იმისთის, რომ ზურა ჯაფარიძე ადგილზე ვერ ჩავიდა და მათი გონება ვერ მოწამლა.
თქვენ უნდა გვითხრათ მადლობა იმისთვის, რომ ზურა ჯაფარიძემ აქ ვერ ჩამოაღწია და ვერ შეძლოა იმ "ტრენინგის" ჩატარება, რომელიც პირდაპირ არის ძალადობის, რევოლუციის, ამ ქვეყნის არევის, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული. შეუარცხყოფა ეკუთვნოდა იმას, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებს" - თქვა შაქარიშვილმა.
ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ შაქარიშვილს უთხრა, რომ 4 წლის შვილთან ერთად იყო მოსული და ქვა მის მცირეწლოვან ბავშვს ფეხში მოხვდა, რაზე ოპცნების პროპაგანდისტმა უპასუხა, რომ ის ტყუილს ამბობს.
ბორჯომში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ვატო შაქარიშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ცოტა ხნის წინ, უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება ბორჯომში - პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" სემინარზე ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფი გამოჩნდა.
ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები და საღებავები ესროლეს.
"ბოზებო, გამოდით გარეთ, დაგველაპარაკეთ " - ასეთ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ აგრესიულად განწყობილი პირები სასტუმროში მყოფებს, რომელთა შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც, მათ შორის არასრულწლოვნები, ქალები და ბავშვები იმყოფებიან.