ოთხსაათაინი უმოქმედობის შემდეგ, ბორჯომში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო
ბორჯომში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ახალგაზრდების შეურაცხყოფის, ქვების სროლის, გინების და დამცირების ფაქტიდან თითქმის ოთხსაათაინი უმოქმედობის შემდეგ, პარტია გირჩის მიერ ორგანიზებული სემინარის შორიახლოს პოლიციამ ყვითელი ლენტები გაავლო. სამართალდამცველები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ადგილიდან ოცნების პროპაგანდისტები წავიდნენ. დაკითხეს დაზიანებული ავტომობილის მეპატრონეც. თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაიბარეს თუ არა რომელიმე მოძალადე განყოფილებაში, შაქარიშვილის იმ დაჯგუფების წევრები, რომლებმაც დღეს არასრულწლოვანებს მორალური ტერორი მოუწყეს და დააშინეს.
მთავარი იყო 12 საათზე განხორციელებული ზარი ბორჯომის პოლიციაში. მე ვიცი, რომ ამერიკის საელჩოდანაც დარეკეს უსაფრთხოეის სამსახურმა. აქაც დაგვიანებით მოხდა მათი რეაგირება. რაც შეეხება ჩემი მანქანის საექსპერტო კიმინალისტურ ჯგუფს, რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ, მითხრეს რომ წაიყვანენ, ჩაუტარებენ ექსპერტიზას და 3-4 თვეში დამიბრუნებენ. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ რაიმე სასიკეთო იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, დღესაც ჩავატარებთ ლექციას პარლამენტთან 8 საათზე". - ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების წარმომადგენელი.