ახალგაზრდებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

17.06.23 18:58
ახალგაზრდებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. საქმე აღიძრა დაბა წაღვერში მომხდარ ფაქტზეც, რა დროსაც რადიკალები გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს და სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს სასტუმროსთან მიუვარდნენ და ქვები ესროლეს. ამ შემთხვევაში საქმე 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლითაა აღძრული.

რაც შეეხება თსუ-ში მომხდარ დაპირისპირებას, გომელაურის უწყება ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მიხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულის პალატაში იარაღიანი კაცის შესვლის ფაქტზე  353-ე  მუხლით მიმდინარეობს, დღის ბოლოს გაირკვა, რომ აღნიშნული პირი სამართალდამცავია და გამოძიებაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიყო.