ბრენდების მოყვარული პოლიციელი - სამართალდამცავი ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა 10 000 ლარის ძვირფასეულობა დაუწვეს

17.06.23 21:01
ბრენდების მოყვარული პოლიციელი -  სამართალდამცავი ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეებმა 10 000 ლარის ძვირფასეულობა დაუწვეს

ბრენდების მოყვარული პოლიციელი - დიდუბე-ჩუღურეთის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე,  გიორგი მაისურაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულმა აქტივისტებმა მსოფლიო ბრენდის ნივთები დაუწვეს, რომელსაც ის აქციის დრეს, მანქანაში ინახავდა. 

შსს-ს მაღალჩინოსანს თუ დავუჯერებთ, აქციის მონაწილეებმა დაუწვეს და გაუნადგურეს ჯამში ათი ათას ლარამდე ღირებულების ძვირფასეულობა.

გიორგი მაისურაძე ჩვენებაში წერს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მისი ტიტანის apple შეეწირა,  რომელიც 3200 ლარი ღირს, ასევე "ზენიას" მუქი ფერის სათვალე ოთხკუთხედი ტყავის ჩასადებით, მაისურაძე მას 1300 ლარად აფასებს. პოლიციელმა სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ჰქონდა ფრანგული ბრენდის "ლაკოსტაც" 980 ლარად შეფასებული შავი დუტი. "მორესკის"  სპორტული ფეხსაცმელი 1300 ლარიანი. "მომკლერის" შავი ფერის ქურთუკი - შიგნით სტაფილოსფერი შეფერილობის 1000 ლარი. "ეფლის" ყურსასმენები, ქალის მაჯის საათი - ორი ცალი. უცნობია, რა ბრენდის. აქციის დაშლის დღეს "თბილისი მარიოტთან" მდგარ მანქანაში იყო "აიფონ 5"- ის ტელეფონი და "სამსუნგის" მობილური.  

ვინ არის გიორგი მაისურაძე - ეს ის პოლიციელია რომლის მანქანის დაწვასაც ლაზარე გრიგორიადისს ედავებიან. რუსული კანონის გაპროტესტებისთვის დაკავებულ და სამაგალითოდ დასჯილ ახალგაზრდას აბრალებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაში შენახული ძვირადღირებული აქსესუარების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ძარცვასაც. 

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, ეცვას რაც უნდა, მაგრამ საჯარო მოხელე, ამ შემთხვევაში კი პოლიციელი გიორგი მაისურაძე ვალდებული იყო, ძვირადღირებული ნივთები დეკლარაციაში ჩაეწერა, რაც არ გააკეთა, იმიტომ რომ უნდა დაესაბუთებინა რა საშუალებით ყიდულობს პოლიციელი მსოფლიო ბრენდების ქმნილებებს. ეს ნივთები და ტანსაცმელი  რომ ეჩუქებინათ ესეც დეკლარაციაში უნდა ჩაეწერა, ანუ ლაზარეს წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით გიორგი მაისურაძემ აღიარა რომ თავად   არღვევს კანონს. 

საიდან აქვს რიგით პოლიციელ მისი ხელფასით როგორ ყიდულობს - პოლიციელის მიერ 2023 წლის 24 იანვარს ჩაბარებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ჩაბარებულ დოკუმენტში ვერსად ნახავთ, რომ ხელფასის გარდა სხვა რაიმე შემოსავალი აქვს მაისურაძეს.

დეკლარაციის შევსების მომენტში TBC-ის ანგარიშზე 1100 დოლარი ედო, "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 587 ლარი, მის მეუღლეს კი 64 ლარი ჰქონდა. 

დეკლარაციაში არსად წერია რომ მაისურაძეს ბინა აქვს, რაც აჩენს კითხვას, როგორ ახერხებს პოლიციელი ხელფასით თან ბინის ქირა იხადოს, ხან სესხი ბანკში და თან ბრენდული სამოსი იყიდოს. 

პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინც აქციის დაშლის დროს სამსახურებრივ მანქანაში ბრენდებით დატვირთული მანქანით დადიოდა, წერეთელის ქუჩაზე მდებარე დეტექტივების განყოფილებაში მუშაობს. 

"შაბათის" ეთერი დაინტერესდა, ვინ რა ბრენდის საათს ატარებს - პასუხები ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი.