დიდი ქურდობა მერიაში - გამქრალია საახალწლო განათებები

17.06.23 22:32
დიდი ქურდობა მერიაში - გამქრალია საახალწლო განათებები

დიდი ქურდობა მერიაში - "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თითქმის 300 ათასი ლარის ღირებულებს საახალწლო განათებები მერიის საწყობიდან ისე მოიპარეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო.

თბილისის მერიის აუდიტის დასკვნას კალაძის უწყება საგულდაგულოდ მალავდა. საქმეს პროკურატურა 6 თვეზე მეტია იძიებს. 

კახა კალაძე კითხვებს არ უპასუხებს, არადა შეუძლებელია,  მინიმუმ წაკითხული არ ჰქონდეს მისივე უწყების შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა.  ეს დოკუმენტი შაბათის ეთერმა სწორედ თბილისის მერიიდან მოიპოვა. აქ წერია რომ  მერიის ქვემო ფონიჭალის საწყობიდან 274 674 ლარის ღირებულების საახალწლო ილუმინაციები დაინტერესებულმა პირებმა მოიპარეს.

 

მსგავსი სიახლეები