ნაცემი სტუდენტის წინააღმეგ გამოძიება დაიწყო - ლუკა შველიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან
ნაცემი სტუდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ლუკა შველიძეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. შეიარაღებული პირი შველიძესთან საავადმყოსო პალატაში გუშინ შევიდა.
დღეს პოლიციაში გამოკითხვების სერიაა დაანონსებული. განყოფილებაში "ოცნების" პროპაგანდისტების მიერ სასტიკად ნაცემ სტუდენტებს ელოდებიან.
არ არის გამორცხული, ახალგაზრდებმა სასამართლო დავაც დაიწყონ. მოძალადეების წინააღმდეგ კი მთავარი მტკციებულება უნივერსიტეტის დერეფანში გადაღებული ვიდეოკადრები იქნება, სადაც კარგად ჩანს ყველა, ვინც კობახიძის ლექციიდაან ახალგაზრდების საცემად გავიდა.
ჩემზე არის საქმე აღძრული, რომ პოლიციელს შევეწინააღმდეგე თუ თავს დავესხი. ვაპირებ დდღეს აუცილებლად მისვლას ადვოკატთან ერთად. არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მე წინააღმდეგობა გამეწია, თავს დავსხმოდი პოლიციელს, როცა ფიზიკურად ვიყავი შეუძლოდ. სავარაუდოდ, ეს ის პიროვნებაა, რომელიც იქ იარაღით მომივარდა ა სროლით მემუქრებოდა. როგორც გაირკვა, არის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი და იქ ყველა კადრში ჩანს, როგორ იძახი, „არ ვარ პოლიციელი, არავინ არ ვარ“ და გარბის, არც საბუთს წარმოადგენს. თუ გამოიძებენ და დიდი სურვილი მაქვს,რ ომ გამოიძიონ, ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც იდენტიფიცირებულები არიან ის პიროვნებები სახეზე, არც იმალებიან, პირდაპირ ჩანანს კამერებში, პირდაპირი ვიცით, რომ ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთაში, „ქართული ოცნების“ მომხრეები და მობილიზებულები იყვნენ ის იმისთვის, რომ კობახიძე დაეცვათ. პირდაპირი შეტევა იყო ჩემზე, რომ აი, ამას ურტყით, 20-ვე კაცი ჩემსკენ გამოიქცა და მე დამიწყო რტყმა. იქ ბავშვები ვინც იყვნენ, ვინც გვაშველებდა ვინც გვეხმარებოდა, იმათაც ურტყეს, კიბიდან აგორებდნენ, - ამბობს ლუკა შველიძე.