თავდასხმების სერია გრძელდება - ვატო შაქარიშვილი ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის ჩაშლას აანონსებს
"ქართული ოცნების" პროპაგანდისტებმა თავდასხების ახალი სერია დაანონსეს. ვატო შაქარიშვილის მეთაურობით, გუშინდელი დღის ანტიგმირები დღეს ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის ჩაშლას გეგმავენ. ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსლეშ დაწერა და ფრანკლინის კლუბს მავნებლური ორგანიზაცია უწოდა.
"ოცნების" პროპაგანდისტი წერს, რომ ფრანკლინის კლუბის დაბადების დღეზე მივა ის პოლიტიკოსი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ქვეყნის მტერია.
ფრანკლინის კლუბი საკუთარი მავნებლური ორგანიზაციის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს "კოკა-კოლას" ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც "მაკდონალდსმა" სცადა LGBT პროპაგანდის შემოპარება და საბავშვო პროდუქტში განათავსა იდეოლოგიური საწამლავი, ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ "კოკა-კოლას" წიაღში ერთგვარი პოლიტიკური გზავნილია, - დიახ, ისინი ერთად ეწევიან ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და ამას არც მალავენ!!!
ჭყონია წლებია დესტრუქციის და რევოლუციური პროცესების დამფინანსებელია, ახლა უკვე ბავშვების იდეოლოგიურ მოწამვლაზეც აიღო პასუხისმგებლობა!
12 საათზე იწყება “ზეიმი” წერეთლის გამზირზე მდებარე “კოკა-კოლას”ეზოში.
გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია
ნინო ლომჯარია და თუ კი ვინმე ამ ქვეყნის მტერი და აგენტია, ყველა იქ აპირებს თავშეყრას…
ჩვენც მივალთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით არას - LGBT პროპაგანდას, ქართული იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლას; ქვეყნის არევას; ახალგაზრდების გამოყენებას რევოლუციური სცენარებისთვის იმ ყველაფერს, რასაც ერთად ახორციელებენ იუბილარი ფრანკლინის კლუბი და მასპინძელი ჭყონია!, - წერს შაქარიშვილი.
წერეთლის გამზირზე ღონისძიება ერთ საათშია დაიწყება. ღია მუქარის მიუხედავად, ადგილზე ამ დრომდე პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან.