შაქარიშვილის მუქარა ფრანკლინის კლუბს - წერეთელზე პოლიცია ამ დრომდე არ გამოჩენილა

18.06.23 11:36
შაქარიშვილის მუქარა ფრანკლინის კლუბს - წერეთელზე პოლიცია ამ დრომდე  არ გამოჩენილა

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტის, ვატო შაქარიშვილის ღია მუქარის მიუხედავად, რომელმაც ფრანკლინის კლუბის დაბადების დღის ჩაშლა დაანონსა, წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიცია ჯერ არ გამოჩენილა. ადგილზე მხოლოდ ტერიტორიის დაცვის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ფრანკლინის კლუბის წარმოამდგენლები იმედოვნებენ, რომ პოლიცია ადგილზე მივა და მათ უსაფრთხოებას დაიცავს. 

ისინი ასევე, იმ თემებზე საუბრობენ, რომლებზეც დღევანელ კონფერენციაზე იმსჯელებენ. ამბობსნ, რომ სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებტან ერთად, ღონისძიებაზე შალვა პაპუაშვილიც დაპატიჟეს, თუმცა მისგან ჯერჯერობით არაფერი ისმის. 

დღეს ფრანკლინის კლუბი ორი წლის გახდა და ამ თარიღთან დაკავშირებით ვმართავთ კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც როგორც პოლიტიკოსები ყველა პარტიიდან, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ჩვეულებრივ თემებზე. მაგალითად, ჟურნალისტები, მწერლები, სხვად ასხვა აქტივისტები ისაუბრებენ იმაზე თუ რატომ უნდა გვინდოდეს ევროკოავშირი და ნატო, ხოლო ყველა პოლიტიკური პარტიიდან დავპატიჟეთ წარმომადგენლები იმისთვის,რ, რომ ისაუბრონ მათი აზრით, რა არის ყველაზე მთავარი რეფორმა. მათ შორის, დაპატიჟებულია „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი, რომლისგანაც ერთი კვირის განმავლობაში არაფერი გაგვიგია, დუმს ისიც, მისი პრესსამსახურიც. გუშინ ძალადობის უკან რა ჯგუფიც იყო, თურმე დღესაც შემოგვივლის და პატივს დაგვდებს დაბადების დღეზე დაესწროს, რაც უბრალოდ, სასაცილოა. შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოება გვაქვს, გარე პერიმეტრზეც დავურეკეთ გუშინაც, დღესაც, საპატრულო პოლიციას, ოფიციალური განცხადებითაც მივმართეთ და იმედი მაქვს, რომ ისინი იმოქმედებენ თავისი მოვალეობის ფარგლებში, - ამბობს ფრანკლინის კლუბის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები