"პასუხი გაგეცემათ" - ნაცემი ლუკა შველიძის მამა უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს

18.06.23 11:54
"პასუხი გაგეცემათ" - ნაცემი ლუკა შველიძის მამა უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნაცემი სტუენტის, ლუკა შველიძის მამა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ებრძვის, ვიდეომიმართვას ავრცელებს. დათო შველიძე ხელისუფლებას და "ოცნების" ახალგაზრულ ფრთას აფრთხილებს, რომ პასუხი გაეცემა ყველას, ვინც მათი ოჯახის წევრებს შეეხება. 

თუ პოლიტიკაში ხარ, ქება ვიცი რომ გიყვარს, როცა გაქებენ, ასევე უნდა აიტანო კრიტიკაც, თუ არა, მაშნ რა გინდა პოლიტიკაში? წადი, „პარიკმახერად“ მიუშავე. რაც შეეხება იმ დაცვის წევრებს თუ ვინც იყვნენ, ახალგაზრდულური ფრთა, იარაღით რომ აშინებთ ხალხს, თქვენ ვინ უნდა შეაშინოთ იარაღით? თქვენ ხომ გყავთ ოჯახები, შილები გყავთ და მოდი, შეხედეთ აბა, თქვენს შვილს რომ ვიღაცა მიუვარდეს იარაღით, რა რეაქცია გექნებათ? დაფიქრდით და ნუ ასრულებთ რაღაც სისულელეებს და ვიღაცის დაკვეთებს, ეგენი არ იქნებიან დღეს თუ ხვალ და მერე სად მიდიხართ? 22 წლის არის, ამხელა ვირები ხართ. ასე არ გაგივათ. ჩვენ ოჯახები გვყავს და ვინც ჩვენ ოჯახებს შეეხებათ, პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება. იმედია, ამაში ეჭვი არ გეპარებათ. 

მსგავსი სიახლეები