"ჯერ ხელში ჩამარტყა, მერე თავში" - "სტამბის" თანამშრომელი დირექტორს ძალადობაში ამხელს
"სტამბის" თანამშრომელი დირექტორს ძალადობაში ამხელს. ახლაგზრდა ქალი ამტკიცებს, რომ უფროსმა მასზეე ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გვანცა ქველაძე დეტალებს "პირველებათან" იხსენებს. ყვება, რომ მასთან კონფლიქტი უფროსმა უმიზეზოდ დაიწყო, ოთახში შევვარდა და ქალს შეურაცხყოფდა. მსვერპლი ქალის ხელშია ვიდეომასალა, რომელშიც ძალადობის ეპიზოდია ასახული.
ხელში ჩამარტყა, შემდეგ მე წავბარბაცდი, ტელეფონი ხელიდან გამივარდა, დავარდა იატაკზე და გადაღებაც შეწყდა. მერე უკვე ვიგრძენი, როგორ ჩამარტყა თავში. აქამდე ფიზიკური ძალადობა ჩემთან მიმართებაში არ ყოფილა, იყო მხოლოდ სიტყვიები შეურაცხყოფა. პირველი რაც გამახსენდა, ახლოს არის პოლიციის განყოფილება. მივედი აკანკალებული, შეშინებული და მართლა მოსასულიერებელი ადამიანი და ვუთხარი, რომ გავხდი ცემის მსხვერპლი, - ამბობს თანამშრომელი.
ინფორმაციის გადასამოქმებლად "პირველები" შპს "რიზონის" დეირექტორს დაუკავშირდა, თუმცა მან თქვა, რომ არანაირი ბიზნესს არ ფლობს და პენსიონერია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. "პირველების" ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ძალადობაში მხილებული რეზო რაზმაძე უკვე გამოკითხეს.