სამწლიანი პროტესტის შემდეგ ბობოყვათში აქციები შეწყდა

18.06.23 12:41
სამწლიანი პროტესტის შემდეგ ბობოყვათში აქციები შეწყდა

სამწლიანი პროტესტის შემდეგ ბობოყვათში აქციები შეწყდა. მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკება შედგა. ადგილორბრივები სამი წლის განმავლობაში მიწების რეგისტრაციას ითხოვდნენ. საკუთრების აღიარება ვერ მოხდა, თუმცა შეთანხმების მიხედვით სამშენებლო კომპანია, ერთი კვირის ვადაში 70 ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

ბობოყვათის სანაპიროზე 20 ჰექტარი ტერიტორია კომპანია "სამოთხე ერთმა" იყიდა. აღებული ვალდებულების თანახმად, ამ ტერიტორიაზე 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.