ვიდრე კანცელარიაში რუსული რეჟიმის ზის, საქართველოს 100% ოკუპირებულია - გრიგოლ გეგელია

18.06.23 14:23
ვიდრე კანცელარიაში რუსული რეჟიმის ზის, საქართველოს 100% ოკუპირებულია - გრიგოლ გეგელია

ვიდრე კანცელარიაში რუსული რეჟიმის ზის, საქართველოს 100% ოკუპირებულია, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც დგინდება, რომ სანქვირებული ლავროვის ოჯახის წევრები აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში  საქართველოს ავიახაზების დამფუძნებელმა მიიყვანა, სადაც ისინი 12 სათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

გეგელიას თქმით, ფაქტმა კიდევ ერთელ ცხადყო, თუ როგორ ემსახურება "ქართული ოცნება" რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. 

ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არის, პრაქტიკულად, გაუქმებული. დღეს ეს სახელმწიფო ყველა მისი საჯარო ინსტიტუტით, ყველა მისი წარმომადგენლით არის რუსეთის ფედერაციის და რუსული ოცნების სამსახურში და ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ თუ რას ნიშნავს ის, რომ ეს სახელმწიფო თავისი მთელი შემართებით ემსახურება რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. ის იცავს არა ქართელი ხალხის ინტერესებს, არამედ ლავროვის და მისი ქალიშვილის ინტერესებს. საქართელოს 100% არის ოკუპირებული მანამ, სანამ კანცელარიაში ზის რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელსაც ემსახურება არა მარტო სუსუ, არამედ სასამართლო სისტემა, - ამბობს გრიგოლო გეგელია.

 შაბათის ეთერის ინფორმაციით, ყვარელში ჩაშლილი ქორწილის შემდეგ სწორედ საქართველოს ავიახაზების დამფუძნებელმა მიიყვანა თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ეკატერენა ვინოკუროვა და მისი მეუღლე. ირკვევა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრები  აეროოპორტში  დუბაის მიმართულებით ფრენას 12 საათი ელოდნენ.ამ დროს კი ყველა კამერა ტერიტორიაზე გათიშული იყო. გარდა ამისა, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სუსის დაცული სისტემიდან ვიდეო და აუდიო ფაილები მოიპოვეს, საიდანაც ვიგებთ, როგორ დარაჯობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ჩამოსულ  რუსულ ე.წ ელიტას.