"ოცნების" სადამსჯელო ოპერაცია ახალგაზრდებზე - ნაცემი ლუკა შველიძე გამოკითხვაზე მივიდა
ნაცემი სტუდენტი პოლიციის განყოფილებაშია. ლუკა შველიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად მივიდა. ახალგაზრდამ სამართალდამცველებს ჩვენება უნდა მისცეს, უნდა დაარწმუნოს გამოძიება, რომ საავადმყოფოს პალატაში კრიმინალაური პოლიციის შეიარაღებული თანამშრომლისთვის წინაააღმდეგობა არ გაუწევია.
გამოკითხვაზე დაბარებული სტუდენტი რეპრესიებს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას უკავშირებს. შველიძეს სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს.
უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ, როგორ გვირტყამდნენდა როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის ფიზიკური დაზიანებების მოყენებას და როგორ გამოუვიდათ ეს ყველაფერი. რაც შეხება ბრალს, სრული აბსურდია, აბსოლუტურად არ ვეთანხმები. როდესაც მივედით, ბანერების გაშლა გვინდოდა, გვინდოდა მდუმარედ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ვიყავით რამდენიმე ადამიანი, იქ დაგვხვდა წვერიანი, ჩვენზე ასაკით დიდი პიროვენბა, რომელიც ხელს გვიშლიდა და შემდგომში უკვე ზარი გახორციელდა, რომ აქ რაღაც აქციას აწყობენ. გამოვიდა 20-მდე ადამიანი და პირდაპირი მოწოდება იყოს ის, რომ „ამას ურტყით!“ და დამესივნენ მე , - ამბობს ლუკა შველიძე.
შველიძის ადვოკატი კი ამბობს, რომ იმ მოძალადეების დაკავებას ითხოვს, რომლებიც ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დღეს მოვედით გამოკითხვაზე და სრულიად საქართველომ ნახა, თუ ლუკაზე როგორ იძალადა ჯგუფმა და ეს მოძალადეები, ჩემთვის როგორც ნობილია, ამ წუთებამდე არ არიან გამოკითხულები. ჩვენ როდესაც ყველანაირ ამომწურავ ინფორმაციას მივაწოდებთ გამოძიებას, გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და დააკავსო აღნიშნული მოძალადებიი და პროკურატურამ კი მათ ბრალი უნდა წაუყენოს, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ახლა ლუკა შველიძის ახლობლები და პოლიტიკური ლიდერები და ის მეომრები არიან შეკრებულები, რომლებიც უკრაინაში ლუკას მამასთან, დავით შველიძესთან ერთად იბრძოდნენ.
"ოცნების" თავმჯდომარის მომხრეებმა ლუკა შველიძე უნივერსიტეტის კიბეებიდან დააგორეს და სცემეს, საავადმყოფოს პალატაში კი სტუდენტს შეიარაღებული პირი შეუვვარდა და სროლით დაემუქრა.
ამის მიუხედავად, გამოძიება ლუკა შველიძეს ახლა პოლიციელისთვსი წინააღმეგობის გაწევას ედავება.