რუსული ოცნება არც პოლიტიკაში, არც ქუჩაში და არც უნივერსიტეტში ვარგა - ხაბეიშვილი

18.06.23 15:38
რუსული ოცნება არც პოლიტიკაში, არც ქუჩაში და არც უნივერსიტეტში ვარგა - ხაბეიშვილი

თაბუკაშილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ახლა ლუკა შველიძე იკითხება, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ლევან ხაბეიშვილიც მივიდა. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი პარტია არც პოლიტიკაში და არც უნივერსიტეტში ვარგა. მისი თქმით, ბრალი, რომელსაც გამოძიება შველიძეს ედავება, აბსურდულია. 

პოლიტიკაში რომ არ ვარგა რუსული ოცნება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამასობაში, ისინი არც ქუჩაში არ ვარგიან, არც უნივერსიტეტში ვარგიან და მეტიც, უნივერსიტეტი პუტინისტების ბუდედ გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა. გუშინ თავს დაესხნენ არა სტუდენტი ადამიანები, ყველა იდენტიფიცრებულია, ჟურნალისტებმა მოახერხეს მათი იდენტიფიცირება მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად, ტურებივით მიესივნენ ახალგაზრდებს რამდენიმე ათეული და ასე უმოწყალოდ ურტყამდნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში ადამიანი შევვარდა პალატაში იარაღით და მერე აღმოჩნდა, რომ „ესო პოლიციელიაო“. ჯერ ერთი, პოლიციელი მთვრალი რატომ დადის სამსახურში, თუ პოლიციელი იყო საბუთი რატომ არ წარადგინა? ან ის აჯაჯულ-დაჯაჯული და დახეული რატომ მიჰყავდა მაშინ პოლიციას? გაუგებარი რამეა, წარმოუდგენელი რამეა, რასაც ყვება რუსული ხელისუფლება, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები