ვინ ემსახურება რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში? - თავისუფლების ინსტიტუტის ხმაურიანი კვლევა
ვინ ემსახურება რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში? - ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებს სერვისს ახლადდაარსებული კომპანია "აეროჰლდინგ ჯორჯია" სთავაზობს, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, "ტავ ჯორჯია" და საქართველოს ავიახაზები დგას. თავისუფლების ინსტიტუტმა მოიკვლია და გაარკვია, რომ აზიმუტის თვითმფრინავებს სინამდვილეში ქართული ავიაკომპანიის ტექნიკა და პერსონალი ემსახურება. ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აეროპორტში გადაიღეს.
გარდა ამისა, ეჭვებს დამფუძნებლების ვინაობაც აჩენს. ირკვევა, რომ აპრილში შექმნილი კომპანიის დამფუძნებლები ვალერი კვარაცხელიას შვილის (60%) და თამაზ გაიაშვილის მისამართზე რეგისტრირებული პირი დავით წივწივაძეა (40%).
ოპოზიცია შესაძლო საიდუმლო გარიგებებზე საუბრობს და თაღლითურ სქემას არ აგმორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები მიიიჩნევენ, რომ საქართველოს ავიახაზებმაც და "ტავ ჯორჯიამაც" განმარტებები უნდა გააკეთონ. ისინი იმ ხელშეკრულების გასაჯროებას იტხოვენ, საიდანაც გამოჩნდება ახალ კომპანიას დროებით გადასცეს ტექნიკა რუსი მგაზვრების მომსახურებისთვის თუ მუდმივ მფლობელობაში.
აირზენას რომ აღნიშნული მომსახურება გაეწია, მას ჰქონდა შიში იმის, რომ დასანქცირდებოდა, ასევე ტავ ჯორჯიასაც ჰქონდა შიში, რომ დასანქცირდებოდა, მაგრამ ტავ ჯორჯიამ ნებართვა მისცა და ძალიან სასწრაფოდ შექმნეს კომპანია, აეროჰოლდინგ ჯორჯია, რომელიც საქართელოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც ფლობს გაიაშვილთან დაახლოებული ორი პიროვნება, რომელიც არიან გაიაშილის მარჯვენა ხელი. მოხსნეს ჯორჯიან ეარვეისის ლოგოები, გადააკრეს აეროჰოლდინგ ჯორჯიას ლოგოები და ემსახურებიან აზიმუტს ანუ რუსულ კომპანიას, ხოლო ეს კომპანია, რმელიც ახლა შეიქმნა, ემსახურება აზიმუტსაც და აირზენასაც. არის, მარტივად რომ ვტქვათ, სანქციებისთვის გვერდი ასავლელად შექმნილი, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე.