მოგლეჯილი ხეები და დამტვრეული ავტომობილები - უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

18.06.23 17:06
მოგლეჯილი ხეები და დამტვრეული ავტომობილები - უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა თბილისში შუშის კონსტრუქცია მოგლიჯა. სასტუმრო "კინგ დევიდიდან" ჩამოვარდნილი რკინა სამანქანე გზაზე დავარდა და ავტომობილი დააზიანა.

უამინდობამ პრობლემები დედაქალაქის სხვა  უბნებშიც შექმნა. მოგლეჯილია ხეები, დამტვრეულია ავტომობილები,  შენობებიდან სამშენებლო მასალები და რკინის კონტრუქციები ცვივა.

მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

წვიმა წამოვიდა, ცოტა სეტყვაც იყო და ამ დროს მშენებარე კორპუსიდან დაიწყო ცვენა სამშენებლო მასალებმა. ეს მანქანა დააზიანა. არმატურა გაერჭო მინაში და გახვრიტა, - ამბობს შარტავას ქუჩის მცხოვრები.  

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა და ქარი ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია  სეტყვაც.

მსგავსი სიახლეები