ხელისუფლებას მინდა ვკითხო, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც ჩემს შვილს საავადმყოფოში მიუვვარდა? - ლუკა შველიძის დედა

18.06.23 17:18
ხელისუფლებას მინდა ვკითხო, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც ჩემს შვილს საავადმყოფოში მიუვვარდა? - ლუკა შველიძის დედა

ნაცემის სტუდენტის ლუკა შველიძის დედა საზოგადოებას უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს. მონიკა პაპაშვილის თქმით, თუკი დღეს ფიზიკურად მის შვილს გაუსწორდნენ და უსამართლოდ მოექცნენ, ხვალ შესაძლოა, კიდევ სხვის შვილს მიადგნენ.

შველიძის დედას ასევე აინტერესებს, ვნ იყო სი პოროვნება, ვინც მის შვილს საავადმყოფში მიუვვარდა. 

ჯერ სცემეს, მერე ვიღა უცნობი პიროვნება მოგვივარდა საავადმყოფოში. არ წარდგა, ვინ იყო ეს პიროვნება. დღემდე არ ვიცით ეს პიროვნება სად არის, დაკავებულია თუ გაშვებულია, რას წარმოადგენს საერთოდ. ურალოდ, მინდა ერთი რაღაც ვთქვა სულყველასთვის, რომ  დღეს თუ ჩემი შვილი ამ მდგომარეობაშია, ხვალ ყველას შვილი ამ მდგომარეობაში იქნება. ყველას მიადგებიან და ასე უსამართლოდ დაუწყებენ ცემას და საავადმყოფოში მივარდნებს.ამიტომ, დროა, ქართელი ერი გამოფხიზლდეს, ჭკუაზე მოვიდეს იმისთვის, რომ ჩვენი შვილები დავიცვათ. დღეს ლუკა იმის მაგივრად, რომ იწვეს საავადმყოფოში ან სახლში, იმიტომ, რომ წოლითი რეჟიმი აქვს, ტვინის შერყევა აქვს და ხვალ ისევ გამოკვლევა ესაჭიროება, მოსული ვართ დაკითხვაზე. ძალიან მაინტერესებს, ხელისუფლებასთან მაქვს ერთი კითხვა, ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც მოვიდა საავადმყოფოში, - ამბობს მონიკა პაპაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ უკვე 2 საათია, ლუკა შველიძის თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სამმართველოში კითხავენ. გამოძიება მას პოლიციელისთვის წინააღმეგობის გაწევას ედავება.