"ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - სტამბის დირექტორი ამტკიცებს, რომ თანამშრომელი არ უცემია
ძალადობაში მხილებული კაცი დანაშაულს არ აღიარებს. თბილისის ერთ-ერთი სტამბის ხელმძღვანელი "პირველებთან" ინტერვიუში ირწმუნება, რომ თანამშრომელი ქალი არ უცემია, თუმცა ამბობს, რომ "მათხოვარი" უწოდა და ბოდიშს იხდის. მისი მტკიცებით, ჩხუბი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჰიგიენის ნორმების დარღვევას მოყვა.
არანაირ ძალადობა ჩემი მხრიდან მის მიმართ არ ყოფილა. თვითონ გამლანძღა მანამდე, თვითონ მომაყენა . ეს იყო მოწყობილი პროვოკაცია. დღის მანძლზე საჭმელს რომ შეჭამს, სანაგვე რომ დგას და ძირს რომ დააგდებს, ეგ ხომ ელემენტალურია? ჩემი მოთხოვნა იყო სწორედ ეს, ელემენტალური სისუფთავე, - ამბობს რეზო რაზმაძე.
რაზმაძის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ გვანცა ქველიძეს თავდდ ჰქონდა კონფლიქტები თანამშრომლებთან.
არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში იმისა, რომ რეზო რაზმაძეს რამე ძზალაოდბრივი ქმედება აქვს ჩადენილი. ქალბატონო გვანცა ქველიძე მუმივ კონფლიქტშ იმყოფებოდა არაერთ თანამშრომელთან. მას თანამშრომლები დ ა საკმაოდ მრავალრიცხოვანი კოლექტივია ბატონო რეზოს კომპანიაში, ყველა ახასიათებს როგორც ცინიკოსს და პროვოკატორ ადამიანს , - ამბობს რაზმაძის ადვოკატი მამუკა მიროტაძე.
სტამბის თანამშრომელი გვანცა ქველიძე დირექტორს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ რეზო რაზმაძემ მას ჯერ ხელში, შემდეგ კი თავში ჩაარტყა.
საქმეზე გამოძიება 126 ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.