ერთიანი ეროვნული გამოცდები საფრთხის წინაშეა - გამოცდების ცენტრს კომპიუტერები არ აქვს
ერთიანი ეროვნული გამოცდები საფრთხის წინაშეა. ქვეყნის 12 ქალაქში კომპიუტერული ქსელია გასამართი. გამოცდების ცენტრს აბიტურიენტების ცოდნის შესამოწმებლად კომპიუტერებიც არ აქვს. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურსი დროულად არ ჩაატარეს და ტექნიკა ვერ იყიდეს.
გამოცდები 3 ივლისს იწყება, ამიტომ შესყიდვების სააგენტო იძულებული გახდა, ნებართვა პირდაპირ შესყიდვაზე გაეცა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, იმ კომპანიებს არჩევენ, ვინც "ოცნებასთან" ახლო კავშირშია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.