რუსულ „აზიმუტს“ ქართული ავიახაზების ტექნიკა და პერსონალი ემსაუხრება - "თავისუფლების ინსტიტუტის" ხმაურიანი კვლევა
გაშიფრულია დასავლული სანქციებისგან თავდაცვის გზა - "თავისუფლების ინსტიტუტმა" შეისწავლა და გაარკვია, რომ რუსულ "აზიმუტის" თვითმფრინავებს არა ახლადდაარსებული კომპანია, არამედ საქართველოს ავიახაზების ტექნიკა და პერსონალი ემსახურება.
მკვლევარების შეფასებით, ეს თაღლითური სქემაა. მოპოვებული მტკიცებულებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საიდუმლო გარიგებაში ჩართულია "ტავ ჯორჯიაც". რუსულ ბორტზე ჩასხდომა მისადგმელი ხიდით ხდება, რომელიც აეროხომალს პირდაპირ ტერმინალთან აკავშირებს. ეს ხიდი "ტავ ჯორჯიას' საკუთრებაშია, შესაბამისად, მათი ნებართვის გარეშე მგზავრები ვერც ტერმინალით ისარგებლებენ და ვერც ხიდით.
ახლა ეჭვების გასაქარწყლებლად "ტავ ჯორჯიამაც" და საქართველოს ავიახაზებმაც განმარტებები უნდა გააკეთოს, თუმცა დღეს არცერთს და არც მეორეს "თავსუფლების ინსტიტუტის" კვლევაზე თავის მართლება არ უცდია.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.