"სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა" - შსს-ს ინფორმაციით, შველიძესთან კლინიკაში მისული პიროვნება პოლიციელია

18.06.23 19:40
"სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა" - შსს-ს ინფორმაციით, შველიძესთან კლინიკაში მისული პიროვნება პოლიციელია

შსს-ს ინფორმაციით, პიროვნება, რომელიც ნაცემ სტუდენტთან, ლუკა შველიძესთან პალატაში შევიდა, პოლიციელია და ის კლინიკაში ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. უწყების ცნობით, მათი თანამშრომელი  სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა შველიძეს ახალგაზრდების ჯგუფი ფიზიკურად ჯერ უნივერსიტეტის კიბეზე გაუსწორდა, შემდეგ კი სტუდენტის მტკიცებით, მასთან საავადმყოფოს პალატაში შაიარარებული პირი შევვარდა და ემუუქრებოდა.

ამის მიუხედავად, ლუკა შველიძის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.