არცერთი კითხვა შეიარაღებული პოლიციელის კლინიკაში მივვარდნაზე - ლუკა შველიძის გამოკითხვა დასრულდა

18.06.23 20:01
არცერთი კითხვა შეიარაღებული პოლიციელის კლინიკაში მივვარდნაზე - ლუკა შველიძის გამოკითხვა დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიცია შევა. სამართალდამცველები სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს ამოიღებენ. ეს დაპირება თსუს მეორე კორპუსში ნაცემმა ახალგაზრდამ მიიღო.

ლუკა შველიძე თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში თითქმის 4 საათი იკითხებოდა. სტუდენტმა სამართალდამცველებს დაუსახელა ადამიანები, რომლებმაც ის ჯერკიბიდან დააგორეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არცერრთი კითხვა გამომძიებლებს არ დაუსვამთ კრიმინალური პოლიციის იმ შეიარაღებულ თანამშრომელზე, რომელიც ნაცემ შველიძეს კლინიკაში, პალატაში ესტუმრა და დაემუქრა. 

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.