ჭიათურაში პროტესტი გამწვავდა - ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა
პროტესტის მე-14 და შიმშილობის მე-8 დღე - ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. "ჯორჯიან მანგანეზი" გაფიცული მუშების შვიდივე მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. კომპანია მზადაა, ხელფასები მხოლოდ 5%-ით გაზარდოს და თანამშრომლები მუშაობის 12 საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს.
მაღაროელების ნაწილი პროტესტის გამოსახატად თბილისში გადაინაცვლებს. ერთ-ერთმა მაღაროელმა კი უკიდურესი პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
გუბერნატორი იყო ჩამოსული გუშინ, ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, გვევაჭრებოდნენ როგორც ბაზრობაზე. თითოეული ჩვენგანი გამოვედით შეურაცხყოფილი. სულ იყო 7% ნახევარზე, რომ წამოსულიყო და მოეცა, მათხოვრებად გადაგვაქციეს. უარესი არ მოხდეს, მაგათ უნდათ, რომ ამოკერილი პირით იყოს ნახევარი ჭიათურა, - ამბობს თვალებამოკერილი პროტესტის მონაწილე.