ხელისუფლების შურისძიება - ლავროვის შვილის ქორწილის გამო დაკავებული 16 პირის პროცესი ერთ საათში დაიწყება
სერგეი ლავროვის შვილის გამო დაკავებულების სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. პირველ საათზე გურჯაანის რაიონული სასამართლო 16 ადამიანის საქმეზე იმსჯელებს.
მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. აქტივისტები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება ებრძვის და სასამართლო პროცესი სადამსჯელო ღონისძიების დადასტურებაა.
ჩვენ იმ დღეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთი უღირსი და ამორალური ქმედება - იმ დროს, რომ არ შემოეშვათ ეს ადამიანები, ამის ნაცვლად, ჩვენ აქტივისტებს დაგვახვედრეს სპეცრაზმი,“ - აცხადებს ტიტე გედენიძე.
აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება მათ დაშინებასა და დასჯას ცდილობს და სასამართლოს მხრიდან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.
ჩვენ დღეს გვაქვს პროცესი, რომელიც არის პირდაპირ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მიერ ჩანიშნული პროცესი, იმიტომ, რომ ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ ვერბრძვით რუსეთს,“ - ამბობს დათო დიღმელაშვილი.
პროცესების პარალელურად მოქალაქეები საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას აპირებენ.